ჯანმრთელობა დღის ყოველ საათში
ქართული ჯანმრთელობის აპი. Medi, მედიკამენტები, კვება, ანალიზები, ციკლი და მოძრაობა — ერთად და სრულიად უფასოდ.
- MEDIRUN
- MEDICYCLE
- MEDIFOOD
- MEDIPILL
- MEDIQUEST
- MEDISCAN
- MEDILAB
გაანათე თბილისი.
ქალაქის პარკებში ყოველდღე საჩუქრები იმალება. ჩართე MEDIRUN, გაისეირნე — ყუთთან ტელეფონი გულისცემასავით აჩქარდება.
- ყოველდღეყუთები Medi Coins-ით პარკებში
- შაბათს, 16:00საჩუქრების წვიმა ერთ პარკში
- 31 დეკემბერიწითელი iPhone 18 Pro Max მათთვის, ვინც თბილისის 1%-ს გაანათებს
Medi გპასუხობს შენი ჩანაწერებით.
Medi ხედავს შენს პროფილს, ბოლო ორი კვირის მაჩვენებლებს, მედიკამენტებს და ციკლს — თუ ამის ნებას მისცემ. ლაპარაკობს ქართულად, ხმითაც.
Medi ინფორმაციას გაძლევს — არა დიაგნოზს და არა რეცეპტს. სასწრაფო შემთხვევაში დარეკე 112-ზე.
ექვსი სივრცე.
ერთი აპი.
ყველა ფუნქცია უფასოა.
გამოწერა არ არსებობს.
შენი მონაცემები შენთანაა
ჩანაწერები შენს ანგარიშზე ინახება. ტრენერს, პარტნიორს ან AI-ს მხოლოდ ის ეგზავნება, რაზეც თანხმობას მისცემ, და თანხმობის გაუქმება ერთ შეხებაშია.
ქართულად, საქართველოსთვის
ინტერფეისი, Medi და ანალიზის განმარტებები ქართულად და ინგლისურადაა. მუქი და ღია თემა. iPhone-ზე უკვე ხელმისაწვდომია, Android-ზე — მალე.
ექიმს არ ცვლის
MEDICARD გაგებაში გეხმარება. დიაგნოზს, დანიშნულებას და სასწრაფო დახმარებას ექიმი და 112 გაძლევს.
ხშირი კითხვები
შეიძლება საიტიდან შესვლა?
კი. medicard.ge/app-ზე შედი იმავე ანგარიშით, რაც აპში გაქვს — Medi, მედიკამენტები, ანალიზები, კვება, ციკლი და სხვა ყველაფერი იქაა. ზოგიერთს მაინც ტელეფონი სჭირდება: ნაბიჯების სინქრონიზაციას, შეხსენებებს, ხმას და ბარკოდის სკანერს.
რა არის Medi?
აპის პირადი AI. ხედავს შენს პროფილს და ბოლო მეტრიკებს. პასუხი არის ინფორმაცია — არა დიაგნოზი და არა რეცეპტი.
Medi ცვლის ექიმს?
არა. Medi ეხმარება გაგებაში. დიაგნოზი, რეცეპტი და სასწრაფო — ექიმი ან 112.
ციკლი ვისთვის არის?
ქალის ანგარიშზე. პროგნოზი სერვერიდან მოდის. პარტნიორი ხედავს მხოლოდ იმას, რასაც შენ დაუშვებ. OPK, BBT და ტესტები პარტნიორთან არ იგზავნება.
რა ენაზეა აპი?
ქართულად და ინგლისურად — ინტერფეისიც, Medi-ც და დასკვნებიც ორივე ენაზე მუშაობს. საქართველოსთვისაა შექმნილი.
აპის გამოყენება ფასიანია?
ყველა ფუნქცია უფასოა. კომერციული დღიური ან თვიური კვოტა არ მოქმედებს. უსაფრთხოებისთვის შესაძლებელია მოთხოვნების სიხშირის დროებითი შეზღუდვა.
კვების დღიური დიეტას ნიშნავს?
არა. ფოტო იძლევა შეფასებას, რომელსაც შენ ასწორებ და მერე ინახავ. კალორია და მაკროები პორციაზეა. აპი დიეტას არ გინიშნავს.
ცხოველის ასისტენტი იგივე Medi არის?
არა. MEDIVET ცალკე საუბარია შენი ცხოველის ჩანაწერებით. ადამიანის ჯანმრთელობის ჩატს არ ერევა.
როგორ ვშლი ანგარიშს?
აპში: პროფილი → ანგარიშის წაშლა. ან support@medicard.ge. პოლიტიკა: medicard.ge/privacy
ხვალინდელი დილა MEDICARD-ით დაიწყე.
MEDICARD უკვე App Store-შია. დაასკანერე კოდი iPhone-ის კამერით და გადმოწერე. Android-ის ვერსია მალე გამოვა.
კითხვა გაქვს? მოგვწერე: support@medicard.ge